დაბლოკვა

სპამ-ვიზიტორების დაბლოკვა შესაძლებელია მათი ID-ის ან საჯარო IP მისამართის საფუძველზე.

  • ID-ით დაბლოკვა – ვიზიტორს აეკრძალება ჩათის ინიცირება იმავე ბრაუზერიდან, თუ არ გაწმენდს Cookie-ს ან არ გამოიყენებს ინკოგნიტო / პირად ჩანართებს. ასეთ შემთხვევაში, ჩათის დაწყება კვლავ იქნება შესაძლებელი.

  • IP-ით დაბლოკვა – ვიზიტორი იბლოკება მისი IP მისამართის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ლოკაციაში/ოფისში შეიძლება ერთსა და იმავე საჯარო IP-ს რამდენიმე ადამიანი იყენებდეს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, რათა სხვა მომხმარებლები შეცდომით არ დაიბლოკონ.

  • Expires at – ბლოკირების ვადის გასვლის შემდეგ ვიზიტორი ავტომატურად განიბლოკება. ნაგულისხმევად ეს არის ერთი დღე, თუმცა აგენტს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი პერიოდი.

  • Agent Name – იმ აგენტის სახელი, რომელმაც მომხმარებლის დაბლოკვა წამოიწყო.

გადადით Blocked გვერდზე და დააჭირეთ ბოქლომის Icon-ს ვიზიტორის დაბლოკვის ან განბლოკვისთვის.

კლიენტის დაბლოკვა IP-ით: გადადით Blocked გვერდზე, დააჭირეთ "Block Customer" ბოქლომის Icon-ს და აირჩიეთ block by IP.

კლიენტის დაბლოკვა ID-ით: ცოცხალი ჩათის დროს დააჭირეთ Gear ღილაკს და დაბლოკეთ ვიზიტორი.

Last updated