Bug Reporting

Bug Report ინსტრუქცია

ეს დოკუმენტაცია ეხმარება ყველა ახალ კლიენტს სწორად მოგვაწოდოს ბაგის შესახებ ინფორმაცია, რათა ჩვენმა გუნდმა შეძლოს პრობლემის სწრაფად მოგვარება.


რა არის მიზანი?

მომხმარებელთან ურთიერთობის პირველსავე ეტაპზე აუცილებელია სწორად მივიღოთ ინფორმაცია შესაძლო ბაგებზე. ასე შესაძლებელია:

  • პრობლემის სწრაფი აღმოჩენა

  • დროული განახლება/Fix

  • სერვისის სტაბილური და უწყვეტი მუშაობა


რა ინფორმაციას ვითხოვთ ბაგის შესახებ?

როდესაც ბაგს აღმოაჩენთ, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი დეტალები:

1. პრობლემის მოკლე აღწერა

რა არ მუშაობს?

2. სად ხდება პრობლემა?

მოგვაწოდეთ:

  • გვერდის URL (თუ არის შესაძლებელი)

  • რომელი ბრაუზერი/დივაისი გამოიყენება

  • ოპერაციული სისტემა (მაგ. Windows, MacOS, iOS, Android)

3. ბაგის გამეორების ნაბიჯები (Step‑by‑Step)

მაგალითად:

  1. შევდივარ Dashboard-ში

  2. ვაჭერ "Add Widget"

  3. ვაჭერ "Save"

  4. არ ინახავს ცვლილებებს

4. სქრინები ან ვიდეოები

ბაგის უკეთ გასაგებად სასურველია მოგვაწოდოთ:

  • Screenshot

  • Screen recording (მაგ. Loom, OBS, ან ტელეფონის კამერა)

ეს დაგვეხმარება ზუსტად გავიგოთ რა ხდება.

5. როგორ გამოიგზავნოთ ეს ინფორმაცია?

გთხოვთ 1-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა დეტალი გამოიგზავნოთ შემდეგ Email-ზე: [email protected]


რა მოხდება ამის შემდეგ?

ჩვენი ტექნიკური გუნდი:

  1. გადაამოწმებს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას

  2. მოახდენს პრობლემის რეპროდუცირებას

  3. გავასწორებთ პრობლემას ან დაგიბრუნებთ კითხვებს დამატებითი ინფორმაციისთვის

  4. მოგაწვდით სტატუსს, სანამ პრობლემა არ მოგვარდება

Last updated