ორმაგი ავტორიზაცია 2FA

ორმაგი ავტორიზაცია (2FA)

ორმაგი ავტორიზაცია (2FA) არის დამატებითი უსაფრთხოების შრე, რომელიც იცავს თქვენს ანგარიშს. როდესაც 2FA ჩართულია, შესასვლელად მხოლოდ პაროლი აღარ არის საკმარისი, საჭიროა კიდევ ერთი დადასტურება, მაგალითად:

  • კოდი, რომელიც გამოგეგზავნებათ მობილურზე ან ელფოსტაზე

ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ვიღაცამ გაიგოს თქვენი პაროლი, ანგარიშზე ვერ შევა მეორე ნაბიჯის კოდის გარეშე.

  • ორმაგი ავტორიზაციის (2FA) დასაყენებლად უნდა გავიაროთ მარტივი ეტაპები. პირველ რიგში გადავიდეთ Security-ის გვერდზე.

  • შემდეგ გადავიდეთ Security გრაფაში სადაც დავინახავთ Two-Factor Authentication. გვაქვს ორი შესაძლებლობა, ორმაგი ავტორიზაცია მეილით ან ტელეფონის ნომრით. (უმჯობესია ორივეს დაყენება).

  • მოვნიშნავთ სასურველი ორმაგი ავტორიზაციის ვარიანტს როგორც Enabled და შევიყვანთ მონაცემებს (Email ან Phone Number). გაითვალისწინეთ რომ ტელეფონის ნომერს აუცილებელია წინ დავურთოთ "995".

  • აკვრიფოთ ტელეფონზე ან მეილზე მოსული კოდი და დავაჭიროთ Verify ღილაკს.

  • მარტივი ნაბიჯების გავლის შედეგად წარმატებით გააქტიურდა ორმაგი ავტორიზაცია.

Last updated