AI ინტერაქციები

AI Interaction

AI Interaction არის სისტემა, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ შეფასდეს და გაკონტროლდეს, რამდენად ეფექტურად მუშაობს ჩათბოტში ჩაშენებული AI ასისტენტი. პროექტში გამოყენებულია ორი განსხვავებული ტიპის AI Assistant:

  1. ავტომატური AI ასისტენტი – თავად პასუხობს მომხმარებელს ოპერატორის ჩარევის გარეშე.

  2. დამხმარე AI ასისტენტი – ოპერატორს აძლევს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა უპასუხოს მომხმარებელს.

AI Interaction-ის მიზანია კომპანიებს აჩვენოს, რამდენად კარგად მუშაობს ჩვენი AI და რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს მათი ოპერატორებისთვის.

სისტემა იყენებს ორ ალგორითმს, ჟაკარდი და ლევენშტეინი, სწორედ ამ ალგორითმების საშუალოთი გამოითვლება ჩვენი "Similarity Score" რაც გვეხმარება გავიაზროთ, თუ რამდენად სწორ რეკომენდაციებს გვაწვდის AI Assistant. (ეს შეფასება ხდება პროცენტულად)

ალგორითმები

ჟაკარდი:

ზომავს რამდენი საერთო რამ აქვთ ორ ტექსტს მთლიანთან შედარებით.

მაგ: A = {a, b, c} B = {b, c, d} საერთო = 2 / სულ 4 → 50% მსგავსი

ლევენშტეინი

ზომავს რამდენი შეცდომა/ცვლილებაა საჭირო, რომ ერთი სიტყვა გადავაქციოთ მეორეში.

მაგ:

“cat” → “cut” 1 ასოს შეცვლა → მსგავსი სიტყვებია

AI Interaction-ის გვერდზე ასევე შეგვიძლია შევიდეთ თითოეული ჩათის ისტორიიაში და ვნახოთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ იყენებს ოპერატორი AI Assistant-ს.

  • უარყოფა (Rejected) – თუ ოპერატორი საერთოდ არ იყენებს AI-ის შეთავაზებულ პასუხს, ნიშნავს რომ რეკომენდაცია უარყოფილია.

  • მოდიფიკაცია (Modified) – თუ ოპერატორმა ნაწილობრივ შეცვალა AI-ის შეთავაზებული ტექსტი, სისტემა ამას აღიქვამს როგორც რეკომენდაციის ნაწილობრივ გამოყენებას.

  • დადასტურება (Accepted) – თუ ოპერატორმა ტექსტი საერთოდ არ შეცვალა და პირდაპირ გაგზავნა, ეს ნიშნავს, რომ AI-ის პასუხი სრულად იყო მიღებული და 100% სიზუსტით იქნა გაგზანვილი.

AI Interaction კომპანიას აძლევს ნათელ სურათს, რამდენად ხშირად და რამდენად ეფექტურად ეხმარება AI ოპერატორებს, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ასისტენტის ხარისხისა და სანდოობის შესახებ.

Last updated