ეს დოკუმენტი გეხმარებათ მარტივად დაამატოთ Livecaller ვიჯეტი თქვენს საიტზე.
თავდაპირველად, შედიხართ Livecaller ადმინისტრაციის პანელში. მარცხენა მხარეს არსებულ Sidebar-ში ბოლომდე ჩამოსქროლეთ, სანამ გამოჩნდება My Widgets. აქ მოხვედრის შემდეგ, შეგიძლიათ ნახოთ არსებული ვიჯეტები ან შექმნათ ახალი.
ახალი ვიჯეტის შესაქმნელად საჭიროა:
ვიჯეტისთვის სახელის მინიჭება (მაგ. „Support Main Site“) - ასე მარტივად მიხვდებით რომელი საიტისთვის გამოიყენება.
იმ საიტის/დომეინის (Link) მითითება, სადაც ვიჯეტმა უნდა იმუშაოს.
Livecaller გაძლევთ სპეციალურ სკრიპტს, რომელიც საჭიროა მოათავსოთ თქვენს საიტზე. ეს კოდი გენერირდება პირდაპირ ვიჯეტის გვერდზე.
როგორ დავამატოთ ვიჯეტი საიტზე?
სკრიპტი უნდა განთავსდეს ყველა იმ გვერდზე, სადაც უნდა გამოჩნდეს ვიჯეტი. რეკომენდირებულია კოდის ჩასმა </body> თეგის წინ, რათა არ შეფერხდეს გვერდის ჩატვირთვა.
სკრიპტის ჩასმის შემდეგ, გვერდზე უნდა გამოჩდეს Livecaller-ის ვიჯეტი.