ელ-ფოსტა

დააკავშირეთ თქვენი ელ-ფოსტა LiveCaller-თან.

Inbound კონფიგურაცია:

გამართეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი საკუთრების ვერიფიკაციისთვის, საიდანაც მიიღებთ დადასტურების კოდს. ამის შემდეგ შეიქმნება შემთხვევითი ელექტრონული ფოსტის მისამართი და თქვენ უნდა ჩართოთ გადამისამართება თქვენი ძირითადი Mailbox-დან შემთხვევით გენერირებულ UUID-იანი მისამართზე livecaller.email-ში. გადამისამართების გამართვის შემდეგ, თქვენ მიიღებთ ელ.ფოსტებს ჩათის ფორმატში თქვენს LiveCaller ინბოქსში.

შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ ჩართოთ გადამისამართება Gmail-ში ამ ბმულიდან: Gmail Forwarding Setup

Outbound კონფიგურაცია:

ელ.ფოსტის გასაგზავნად საჭიროა გქონდეთ SMTP იდენტიფიკატორები, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ სერვისების საშუალებით, როგორიცაა AWS SES, Mailgun, Sendgrid ან სხვა.

Last updated