დააკავშირეთ თქვენი WhatsApp-ი LiveCaller-თან.


WhatsApp ინტეგრაცია - როგორ მუშაობს
ჩვენი სისტემა იყენებს ოფიციალურ Meta-ს მიერ მოწოდებულ WhatsApp Business Platform-ს (Cloud API).

ეს ნიშნავს, რომ:
ინტეგრაცია სრულად ოფიციალურია
დაცულია WhatsApp-ის წესები და უსაფრთხოების სტანდარტები
ყველა შეტყობინება მუშავდება Meta-ს სერვერების საშუალებით
ოფიციალური დოკუმენტაცია: https://developers.facebook.com/docs/whatsapp
1. ინტეგრაციის პირობები
WhatsApp-ში მოქმედებს მნიშვნელოვანი წესი:
ერთი ტელეფონის ნომერი შეიძლება იყოს დარეგისტრირებული მხოლოდ ერთ WhatsApp გარემოში.
ანუ ერთდროულად შეუძლებელია, რომ:
ნომერი მუშაობდეს WhatsApp Business მობილურ აპში და იგივე ნომერი იყოს დაკავშირებული Cloud API-ზე, ანუ ჩვენ პანელში.
თუ ნომერი უკვე გამოყენებულია WhatsApp აპში, ინტეგრაციისას გამოჩნდება შეტყობინება:
"This number is registered to an existing WhatsApp account..."
WhatsApp იყენებს end-to-end დაშიფვრას და თითო ნომერი ერთ სისტემას ეკუთვნის.
ოფიციალური ინფორმაცია რეგისტრაციაზე: https://developers.facebook.com/docs/whatsapp/cloud-api/phone-numbers
2. როგორ ხდება ნომრის API-ზე გადატანა
თუ ნომერი უკვე გამოყენებულია WhatsApp Business აპში, საჭიროა:
WhatsApp Business აპიდან ანგარიშის წაშლა (Delete account)
დაველოდოთ დაახლოებით 3 წუთი
შემდეგ ვრეგისტრირებთ ნომერს Cloud API-ზე
ამის შემდეგ:
ნომერი აღარ იმუშავებს მობილურ აპში
ყველა შეტყობინება მოვა ჩვენს სისტემაში
დეტალები: https://developers.facebook.com/docs/whatsapp/cloud-api/get-started

დავამატებთ WhatsApp ინტეგრაციას LiveCaller-ის დეშბორდში.
3. ნომრის მიგრაცია სხვა პროვაიდერიდან
თუ ნომერი უკვე არის სხვა პროვაიდერთან და შენ გინდა იგივე ნომერი გამოიყენო ჩვენს სისტემაში, ამისთვის უნდა გავიაროთ შემდეგი ეტაპები.
წინაპირობები
Two-Step Verification უნდა იყოს გამორთული
Display Name უნდა იყოს დამტკიცებული (Approved)
Business Verification დასრულებული უნდა იყოს
Embedded Signup თქვენ გადიხართ Meta-ს ავტორიზაციის პროცესს, სადაც ავტომატურად იქმნება ახალი WhatsApp Business Account (WABA).
ნომრის მიგრაცია Meta იწყებს ნომრის გადატანას ძველი პროვაიდერიდან ახალ WABA-ზე.
საბოლოო აქტივაცია ნომერი რეგისტრირდება Cloud API-ზე და სრულად აქტიურდება ჩვენს სისტემაში. ამ ეტაპზე ძველი პროვაიდერისგან ავტომატურად წყდება.
მიგრაციის დოკუმენტაცია: https://developers.facebook.com/docs/whatsapp/embedded-signup/migration
4. რა გადმოდის მიგრაციის დროს
თუ გქონდათ უკვე ბიზნეს ანგარიში Cloud API-ზე გადმოსვლისას არ ინახება წინა ჩატების ისტორია.
მიგრაციისას შენარჩუნდება:
ნომრის Quality Rating
Messaging limits
დამტკიცებული Display Name
Official Business Account სტატუსი
Templates:
გადმოდის მხოლოდ APPROVED და GREEN quality templates
Template დოკუმენტაცია: https://developers.facebook.com/docs/whatsapp/business-management-api/message-templates
5. 24-საათიანი პასუხის ფანჯარა
WhatsApp-ში მოქმედებს 24 საათიანი წესი:
როდესაც მომხმარებელი გწერთ, იხსნება 24-საათიანი ფანჯარა. ამ პერიოდში შეგიძლიათ:
გაგზავნოთ სასურველი ტექსტი
არ გამოიყენოთ Template
თუ 24 საათი გავიდა და მომხმარებელმა აღარ მოგწერათ:
თავისუფალი ტექსტის გაგზავნა შეუძლებელია
აუცილებელია Template Message
Template Messaging Tiers (მესიჯების ლიმიტები)
WhatsApp-ს აქვს ლიმიტის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს რამდენ უნიკალურ მომხმარებელს შეგიძლიათ გაუგზავნოთ Template 24 საათში.
არსებობს რამდენიმე Tier:
Tier 1 → 1,000 მომხმარებელი / 24 საათში
Tier 2 → 10,000 მომხმარებელი
Tier 3 → 100,000 მომხმარებელი
Tier 4 → შეუზღუდავი (practically unlimited)
როგორ იზრდება Tier?
გაქვთ კარგი Quality Rating (Green)
არ გაქვთ ბლოკები და სპამ რეპორტები
აქტიურად და სწორად იყენებთ სისტემას
Meta ავტომატურად ზრდის თქვენს Tier-ს.
თუ ხარისხი გაუარესდება → Tier შეიძლება შემცირდეს.
6.Display Name Restrictions
Display Name არის თქვენი ბიზნესის სახელი, რომელიც ჩანს მომხმარებლებს ჩატში.
Meta-ს აქვს მკაცრი წესები:
Display Name უნდა:
ემთხვეოდეს რეალურ ბიზნესის სახელს
არ შეიცავდეს ზედმეტ სიმბოლოებს (!!! $$$)
არ შეიცავდეს მხოლოდ დიდ ასოებს (SALE NOW)
არ იყოს ზოგადი სიტყვა („Support“, „Admin“)
არ შეიცავდეს URL-ს ან ტელეფონის ნომერს
Display Name გადის დადასტურების ეტაპს (Approval). თუ არ დამტკიცდა - ნომრის აქტივაცია ვერ მოხდება.
მოკლე შეჯამება
✔ WhatsApp ნომერი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ გარემოში ✔ API გამოყენებისთვის აუცილებელია ნომრის გათიშვა აპიდან ✔ შესაძლებელია ნომრის გადმოტანა სხვა პროვაიდერიდან ✔ ინახება რეიტინგი, ლიმიტები და Templates ✔ პროცესი სრულად ოფიციალურია Meta-ს ინფრასტრუქტურაზე
Last updated