მოწყობილობები -Devices

მოწყობილობების ტიპები:

ვებფონი / Webphone: ტელეფონი, რომელიც მუშაობს ბრაუზერში. არ სჭირდება ინსტალაცია.

სოფტფონი / Softphone: ტელეფონის პროგრამა კომპიუტერზე ან მობილურზე. საჭიროებს აპლიკაციის ჩამოტვირთვას.

გთხოვთ გადაამოწმოთ შესაბამისი ოპერაციული სისტემისთვის(Windows, MacOS, Linux, iOS, Android) თავსებადობა და გამოიყენოთ ჩამოთვლილი მოწყობილობებიდან რომელიმე.

ჰარდფონი / Hardphone: ფიზიკური IP ტელეფონის აპარატი. რეალური მოწყობილობა თქვენს მაგიდაზე. საქართველოში პოპულარული და ხელმისაწვდომი ფიზიკური ტელეფონებიდან არის grandstream, yearlink ან სხვა ნებისმიერი რომელიც თავსებადია SIP პროტოკოლთან.

თქვენ შეგიძლიათ მართოთ ან დაამატოთ სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები. სისტემა სრულად მხარს უჭერს UDP და WSS პროტოკოლებს.

შენიშვნა:

  • შექმენით WSS ის ტიპის მოწყობილობა თუ გამოიყენება ვებ-ტელეფონი.

  • შექმენით UDP ტიპის მოწყობილობა იმ შემთხვევაში თუ გამოიყენება სოფტფონი ან ჰარდფონი.

მოწყობილობის შექმნა:

  • Name - აირჩიეთ მოწყობილობის სახელი. მაგ: Giorgi - 201

  • Extension - აირჩიეთ შესაბამისი შიდა ნომერი, უნდა იყოს 100-დან 9999-მდე. შიდა ნომერი არის უნიკალური და ვერ შეიქმნება 2-ჯერ.

  • User - მომხმარებელი რომელიც გამოიყენებს შექმნილ მოწყობილობას.

  • Advances Settings

    • Transport - UDP ან WSS მოწყობილობის ტიპის შესაბამისად.

მოწყობილობის სწორად დამატების შემთხვევაში დაინახავთ მის სტატუს

  • გამწვანებული ფერი ნიშნავს რომ მოწყობილობა დარეგისტრირებულია და მზადაა მიიღოს შემომავალი ზარები ან / და განახორციელოს გამავალი ზარები

  • გაწითლებული ფერი ნიშნავს რომ მოწყობილობა შექმნილია თუმცა კავშირზე არაა. მიზეზი შეიძლება იყოს ის რომ SIP პარამეტრები არასწორად არის გაწერილი.

Last updated