რიგები - Queues

ზარების რიგი არის სისტემა, რომელიც აწესრიგებს შემომავალ ზარებს და ანაწილებს ოპერატორებზე. თუ ყველა ოპერატორი დაკავებულია, ზარები დგება რიგში და ელოდებიან თავისუფალ ოპერატორს.

სტრატეგია (Strategy) - როგორ ანაწილებს სისტემა ზარებს ოპერატორებზე:

იხილეთ დეტალურად

  • Round Robin (რიგრიგობით) - ანაწილებს ზარებს თანაბრად ყველა ოპერატორზე რიგრიგობით.

  • Ring All (ყველასთან დარეკვა) - დაურეკავს ყველა ოპერატორს ერთდროულად. პირველი ვინც უპასუხებს, მიიღებს ზარს.

  • Linear (ხაზოვანი/თანმიმდევრული) - ურეკავს ოპერატორებს მკაცრი თანმიმდევრობით 1 → 2 → 3. პირველი ოპერატორი ყოველთვის იღებს ზარს პირველი.

მცდელობის დრო (Operator Timeout) – განსაზღვრავს, რამდენი წამის განმავლობაში ეცადოს სისტემა დარეკვას თითოეულ ოპერატორზე. თუ ამ დროში ერთი ოპერატორი არ უპასუხებს, ზარი გადადის შემდეგ ოპერატორზე და იგივე დროით შეეცდება მასთან ზარის დაკავშირებას.

მაქსიმალური დრო (Max Timeout) - პარამეტრი განსაზღვრავს მაქსიმალურ დროის ინტერვალს (წამებში), რომლის განმავლობაში დამრეკი ელოდება ოპერატორის პასუხს რიგში ყოფნისას. თუ აღნიშნული დრო ამოიწურება, ზარი ან ავტომატურად გაითიშება ან გადადის რიგის შემდეგ ეტაპზე (მაგ., სხვა რიგში, voicemail-ში და ა.შ.). პრაქტიკაში, Timeout-ის მნიშვნელობა ხშირად დგინდება 10-დან 30 წუთამდე.

დამუშავების დრო (Wrapup Time) - დრო ზარის დასრულების შემდეგ, როდესაც ოპერატორი ასრულებს დამატებით სამუშაოს (შენიშვნების დაწერა, სისტემაში მონაცემების შეყვანა და ა.შ.) ამ პერიოდში იგი არ მიიღებს ახალ ზარს.

მაგალითი: თუ დამუშავების დრო არის 30 წამი, ზარის დასრულების შემდეგ ოპერატორს აქვს 30 წამი დოკუმენტაციის დასამთავრებლად. ამ დროს ახალი ზარი არ შეუვა.

განმეორებითი მცდელობა (Retry) - ეს არის პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს რამდენი წამი უნდა დაველოდოთ შემდეგ ოპერატორთან ზარის გადამისამართებას, მას შემდეგ რაც წინა ოპერატორმა ზარს არ უპასუხა. ეს არ არის მცდელობების რაოდენობა, retry არის დაყოვნების დრო ოპერატორებთან ზედიზედ მცდელობებს შორის.

Last updated